საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას 103 მსჯავრდებული დატოვებს, 49 პატიმარს კი, სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 103 შეწყალებული პატიმრიდან 14 ქალია, 8 კი – არასრულწლოვანი.
“103 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 49 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა დარჩენილი სასჯელი. 152 მსჯავრდებულიდან 14 მსჯავრდებული ქალბატონია, 8 – არასრულწლოვანი. საკმაოდ ფართო სპექტრია დანაშაულების, ძირითადი ნაწილი არის დაკავშირებული ნარკოტიკის მოხმარებასთან და შეძენა-შენახვასთან”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
როგორც ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიაში სულ 900 განცხადება შევიდა, თუმცა, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 152 განცხადებას მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები