გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხარემ განმეორებით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები