ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგა

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ღამე სრულად აღდგა.
პროექტის ფარგლებში, არსებულ გზის მონაკვეთზე დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.
მოასფალტების სამუშაოები ქუჩაზე არსებულ რამდენიმე იტალიურ ეზოშიც განხორციელდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა ასევე დიღმის მასივის მე-3, მე-4 და მე-5 კვარტლებში.
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს.
შეცვლილ ქსელებზე კი მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა ხალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთობლივად განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები