იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს
“საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს”,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის კონტრიბუციას ნატოს სხვადასხვა ოპერაციაში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავას სამიტზე დააფასებს.
„ეს არის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და მთელი საზოგადოების რეფორმირება, მათ შორის კანონის უზენაესობისაც, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ელემენტია. ამასთან, საქართველოს ნამდვილად წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ნატოს სხვადასხვა ოპერაციაში, განსაკუთრებით ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში კონტრიბუციით.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. საქართველოსაც და ნატოსაც საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის რეალიზაციას. საქართველო კი, რეფორმების ამბიციურ გზას გააგრძელებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.