„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე“
ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
“არსებითი პაკეტი, რომელზეც შარშან შევთანხმდით, ახლა რეალობად იქცა. თბილისში ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნა. საქართველოში, სწავლება Agile Spirit-ის დროს, ნატოსა და ქართველი სამხედროები ერთად გავწვრთენით, გავაძლიერეთ პოლიტიკური კონსულტაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველოც სწორ გზაზე დგას. ჩვენ მეტი პროგრესი უნდა დავინახოთ რეფორმების საკვანძო დარგებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.