ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

მე თანამდებობა იმის გამო დავტოვე, რომ მქონდა გარკვეული პირადი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი, – ასე განმარტავს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს.
როგორც სუდაძემ თოქ-შოუში “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა, იგი სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
“მე თანამდებობა იმის გამო დავტოვე, რომ მქონდა გარკვეული პირადი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი. თითქმის 24 საათის განმავლობაში, სამსახურში ვიყავი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც საკმაოდ მძიმე იყო. ამ სამსახურში დაახლოებით 14 თვე ვიმუშავე, შესაბამისად ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვე ამ სამსახურის განვითარებას. სრული პასუხისმბელობით ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე მერთან რამდენჯერმე კონსულტაციები მქონდა. მე მას ვთხოვე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, აუცილებელია ჩემი სამსახურიდან წასვლა. მიუხედავად ბატონი დავითის დაჟინებული თხოვნისა, რომ დავრჩენილიყავი, ის დამთანხმდა, შესაბამისად, მე დავტოვე სამსახური”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ბოლო პერიოდში თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები, სუდაძემ აღნიშნა, რომ “ასეთი დამთხვევები ხდება ხოლმე”. ავთანდილ სუდაძე მოღვაწეობის გაგრძელებას სამშენებლოს სექტორში გააგრძელებს და აღნიშნავს, რომ სხვა არანაირ შემოთავაზებას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები