რუსეთისთვის მიცემული ვადა ამოიწურა – დასავლეთი სანქციებს ამზადებს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი დიპლომატები ამ წუთებში ბრიუსელში უკრაინის კრიზისზე მსჯელობას იწყებენ. ვითარების დეესკალაციის დრო გავიდა. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. დასავლეთი სანქციებს ამზადებს. ევროპის ძირითად მოთამაშეებს ყველაფერი უკვე შეთანხმებული აქვთ. კონსესუსის შემთხვევაში, ევროკავშირი იმ მექანიზმებს აამოქმედებს, რომელზე საუბარიც საგანგებო სამიტზე გასულ კვირას იყო.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში გამართული საბოლოო შედეგებით რეფერენდუმში მონაწილეთა თითქმის 97 პროცენტი უკრაინიდან გამოყოფას უჭერს მხარს.