იენს სტოლტენბერგი: საქართველო სწორ გზაზე დგას

საქართველო ნატოს უახლოესი პარტნიორია, ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველო არის სწორ გზაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ არნიშნა, ნატო აღიარებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია.
“დღეს ჩვენ მივესალმეთ იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვჭირდება მეტი პროგრესი რეფორმების ძირითად ნაწილში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, სხდომაზე ალიანსის წევრებს შორის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
“დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები აღიარებენ საქართველოს ამ მიღწევებს დეკემბრის მინისტერიალზე, ასევე ვარშავის სამიტზე. ასე რომ, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პროგრესს, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას როგორც საქართველო, ისე ნატო. ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და საქართველო ამბიციური რეფორმების გზაზე დგას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ასევე, სტოლტენბერგმა კდიევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.
“რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს საერთაშორისო სამართლის რეალობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები