ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო

ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში მიმდინარეობს. სხდომას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შესახვედრად საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად შევიდა.
კომისიის სხდომა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დანაპირების ერთგული რჩება და შეუფერხებლად განაგრძობს რეფორმირების პროცესს. მისი განცხადებით, საქართველო ალიანსის მჭიდრო პარტნიორია. თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დროს იენს სტოლტენბერგმა საქართველოში რუსეთის ქმედებებიც დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები