ჰააგაში ვარაუდობენ, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადებით, სასამართლოს ხელმძღვანელობას პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მიმართა. განცხადების თანახმად, პროკურორმა დაასკვნა – არსებობს “საფუძვლიანი ვარაუდი” იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს. პროკურორის განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები