ყირიმის რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით რუსეთთან მიერთებას მხარი 97%-მა დაუჭირა

  ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, – ასეთია ნახევარკუნძულზე გამართული ე.წ. რეფერენდუმის შედეგი. საბოლოო შედეგებით რეფერენდუმში მონაწილეთა თითქმის 97 პროცენტი უკრაინიდან გამოყოფას უჭერს მხარს. რეფერენდუმის შედეგებს არალეგიტიმურად და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად აფასებენ დასავლეთის ქვეყნები. ოფიციალური კიევი მკაცრი ზომებისთვის ემზადება. რუსეთის უმაღლესი სათათბიროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ყირიმის მისაერთებლად აუცილებელ იურიდიულ ნორმებს 2 კვირაში მოაგვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები