რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობით შეშფოთებულია
საქართველო – ნატოს ხაზით თანამშრომლობა არ შეესაბამება თბილისის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ჟენევაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მორიგი დისკუსიის შემდეგ გაავრცელა.
„აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ნატო-საქართველოს ხაზით თანამშრომლობის გააქტიურებით. საქართველოსა და ნატოს შორის ე.წ. გაღრმავებული თანაშრომლობის პაკეტი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. მდგომარეობას ასევე ართულებს აგვისტოს ბოლოს საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, გარდა ამისა, აშშ გეგმავს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ევროპიდან შეიარაღების და ტექნიკის დაჩქარებული გადმოსროლის ელემენტებსაც შეიცავს. ეს არ შეესაბამება თბილისის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს აღებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე 6-7 ოქტომბერს გაიმართა.