სახელმწიფო “თელასის” 25 %-ის გასხვისების საკითხს არ განიხილავს

სახელმწიფო “თელასის” 25 %-ის გასხვისების საკითხს არ განიხილავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ “ინტერ რაოს” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“გულწრფელად გეტყვით, ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ დადგება დღის წესრიგში, ეს ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ გადაწყვეტილება ოდესმე იქნება მიღებული, ცხადია, შეთავაზება “ინტერ რაოსთვისაც” გაკეთდება და ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეეძლება ამ პროცესებში მონაწილეობა. თუმცა, დღეს აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები