„რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის 49-ში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ტყვია მოხვდა ”რედისონში” მდებარე სამორინეს ფანჯარას.