ბათუმის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი
ბათუმის სანაპიროზე დღეს ღამით შტორმია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 5-ბალიანი ღელვა ღამის 12 საათიდან დაიწყება და ხვალ ერთი ბალით მოიმატებს. იქროლებს ქარი 10-15 მ/წმ-ში. პრევენციის მიზნით, რეიდებიდან პორტში შემოიყვანენ გემებს. სამსაშველო სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სანაპირო ზოლში შტორმის დროს გასვლას მოერიდონ.