ჯონ მაკეინი: რუსეთი ბენზინგასამართი სადგურია
ცნობილმა ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა ტვიტერზე რამდენიმე მკაცრი განცხადება დადო, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაზე უკრაინის კრიზისის კონტექსტში.
“მეტი აღარანაირი გადატვირთვა. ჩვენ პუტინს აღარ მოვთხოვთ, გაატაროს უფრო მოქნილი პოლიტიკა – საჭიროა მას ისე მოვექცეთ, როგორიც თვითონ არის”, – დაწერა მაკკეინმა. მაკკეინმა ასევე დაამატა, რომ “რუსეთი ქვეყნის სახით შენიღბული ავტოგასამართი სადგურია. ეს კლეპტოკრატიაა, ეს კორუფციაა“.
რუსეთის მიმართ ასევე მკაცრი განცხადებები კიდევ ბევრმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გააკეთა.