ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო სახანძრო და უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის სხვადასხვა უბანი დატბორა. წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში.
„ზოგ უბანში წყლის დონე საკმაოდ მაღალია, მობილიზებულია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ყველა გამოძახებაზე მყისიერად ვრეაგირებთ, მოსახლეობას მაქსიმალურად ვეხმარებით“,-განუცხადა “კვირას“ ზვიად ჯაფარიძემ.
ქობულეთში, სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდანაც ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები