ევროკავშირმა „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ მფლობელები „შავ სიაში“ შეიყვანა
ევროკავშირმა „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელები – იგორ სეჩინი და ალექსანდრე მილერი „შავ სიაში“ შეიყვანა და მათ მიმართ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა. სანქციების გამო საზღვარგარეთის ბანკებში მათი საბანკო ანგარიშები გაიყინება და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ. სეჩინისა და მილერის მიმართ ამოქმედებული სანქციები ჯერჯერობით კომპანიების საქმიანობაზე არ აისახება, რადგან ანგარიშების გაყინვა მათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე შეეხოთ. მაგრამ ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული სახის სანქციები რუსულ დიდ კომპანიებსაც შეეხოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზას არ მოძებნის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის „შავ სიაში“ ამ დროისთვის 130 რუსი ჩინოვნიკია შესული.