ჯოკია ბოდოკიას მომდევნო პროცესი 23 ოქტომბერს ჩაინიშნა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას საქმეზე შემდეგი პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა ბრალდებულის დაკითხვით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10პროცენტი – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოდოკიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.