ჯოკია ბოდოკია დუმილს არღვევს და დავით ნარმანიას ძმას ბოდიშს უხდის
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ჯოკია ბოდოკია დავით ნარმანიას ძმას – ირაკლი ნარმანიას ბოდიშს უხდის. ბოდოკიამ შესაბამისი განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა.
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესზე დღეს ბრალდებული იკითხება.
“ირაკლი ნარმანიას მინდა ბოდიში მოვუხადო. ამ საქმიდან გამომდინარე, პრესის საშუალებით გავრცელდა ინფორმაციები და ტალახი მიეცხო მას. თქვეს, რომ ფული მასთან უნდა მიმეტანა. ირაკლიმ პრესკონფერენცია ჩააატარა და, რაც თქვა, ვეთანხმები. მე არჩევნებზე გავიცანი და მას შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. დათომ მთხოვა, მივსულიყავი მერიაში. 8 – ში მივედი და დერეფანში გეგი ნიჟარაძე შემხვდა, მან მითხრა, რომ ვჭირდებოდი მათ და შემომთავაზა აპარატში მუშაობა. მერთან შეთანხმებული არისო. ვიცოდი, რომ მერიაში დაძაბული სიტუაცია დაგვხვდებოდა და გამართლდა”, – განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.