მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში უძველესი ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, რომელიც, მათი შეფასებით, ორ ფეხზე დადიოდა, მაგრამ ხეებზე მაიმუნივით ცოცავდა.
ასევე ძვლების შესწავლისას დადგინდა, რომ ამ სახეობის პირველყოფილ ადამიანს, რომელსაც დაარქვეს HOMO NALEDI, შეეძლო იარაღების გამოყენებაც.
ამ ადამიანის ძვლის ფეხები მიუთითებდა იმაზე, რომ ის თავისუფლად დადიოდა ქვედა კიდურების გამოყენებით. ხელების ოდნავ დაგრეხილი თითები კი ცხადყოფს, რომ ისინი კარგი ალპინისტები იყვნენ. ამასთანავე, თანამედროვე ადამიანის მსგავსად, შეეძლოთ დიდი და ნეკა თითის შეერთება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველყოფილი ადამიანი სამუშაო იარაღებსაც იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები