ანტარქტიდის ტბას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად აუცილებელი კვლევებისთვის გამოიყენებენ
ანტარქტიდაში, აღმოსავლეთის ტბაში ცხოვრების პირობები დედამიწის მსგავს პლანეტებზე ცხოვრების პირობებს ჰგავს. შესაბამისად, მეცნიერები მას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად აუცილებელი კვლევებისთვის გამოიყენებენ.
მეცნიერების თქმით, ამ ტბაში ორი, ადრე უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს, მაგრამ არსებობს წყლის სინჯების აღების პრობლემა. საქმე ის გახლავთ, რომ ტბა ოთხკილომეტრიანი ყინულით არის დაფარული, ამიტომ წყლამდე მისაღწევად ყინულის გაბურღვა გახდა აუცილებელი.
პრობლემა ისაა, რომ წყლის სინჯში ის ბაქტერიები ხვდებიან, რომლებიც ბურღვის სითხეში არსებობენ. ამიტომ მეცნიერები ახლა ბურღვის ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებას გეგმავენ, რომელიც ამ პრობლემას გამორიცხავს.
აღმოსავლეთის ტბის ბურღვა 1989 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. წყლის პირველი სინჯი მეცნიერებმა 2013 წელს აიღეს.