საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის უფლებების დამცველმა დღევანდელ პროცესზე ორი მოწმე უნდა წარმოადგინოს, რომლებიც, ადვოკატის მტკიცებით, ყარაფილაში ცხოვრობენ.
ადვოკატის თქმითვე, მათ მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ გია სოსანაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილის აფეთებისას ყარაფილაში არ იმყოფებოდა.
“მოწმეები დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 20 იანვარს – იური ვაზაგაშვილის აფეთქების პერიოდში დაახლოებით თორმეტიდან პირველი საათისთვის იმყოფებოდა ქალაქ კასპში, სახაშეში “პახმელიაზე“ გამოსასვლელად“, – აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პროკურატურას სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 20 იანვარს გია სოსანაშვილი ყარაფილაში არ იმყოფებოდა.
“გამოძების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმებში არცერთი მათგანი საქმისათვის რაიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე არ ამახვილებს ყურადღებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, ველოდებით, თუ რა ჩვენებას მისცემენ ისინი დღეს სასამართლოს. სახელმწიფო ბრალდება გამოძიების არცერთ ეტაპზე არ აცხადებდა, რომ უშუალოდ აფეთქების მომენტში გიორგი სოსანაშვილი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე – აღნიშნულს სახელმწიფო ბრალდება გიორგი სოსანაშვილს არ ედავება“, – აცხადებს პროკურორი ლაშა ცქვიტარია.