დედამიწაზე 6 – 7 ოქტომბერს მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი
6 და 7 ოქტომბერს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი. ექსპერტების განცხადებით, ეს ფაქტი ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს, განსაკუთრებით მათზე, ვინც მეტეოდამოკიდებულებით არის დაავადებული. ამ დროს ადამიანთა ნაწილი უძილობას, თავის ტკივილს, არტერიულ წნევას და ტაქიკარდიას უჩივის. ექიმები ურჩევენ ადამიანებს, ამ დროს ფიზიკური დატვირთვა და მზის სხივებზე ყოფნის პერიოდი შეამცირონ. ასტრონომები ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ტექნიკა შეფერხებით მუშაობს – განსაკუთრებით ეს კავშირგაბმულობის საშუალებებს ეხება. გეომაგნიტური პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს მზისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკები, რომელთა ზომა მზის მეოთხედს შეადგენს.