აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების პროექტი ხელმოწერილია.
ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხოლო აზიის განვითარების ბანკის მხრიდან – საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან “კვირას” აცნობეს, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯამში 75 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას გამოუყოფს. პროგრამის მიზანი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდისთვის შიდა რესურსების ეფექტური მობილიზებაა. მიღებული თანხა კი სახელმწიფო ბიუჯეტს მოხმარდება.
სასესხო ხელშეკრულება სამწლიანი პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში 2014 წელს ADB-სა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, პირველი ქვე-პროგრამით ჩამოირიცხა 73.5 მლნ აშშ დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები