ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმ რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) საფინანსო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა რეფორმებს.
მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსება დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს, რაც საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული.