სერგეენკო რიგგარეშე არჩევნებზე – უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი

დემოკრატიულ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს თავისი მყარი წესები, როდესაც უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოძრაობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს.
მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს.
„დემოკრატიულ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს თავისი მყარი წესები, როდესაც უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები