ბათუმში ხელოვანებმა ყირიმის მოვლენები გააპროტესტეს

  ბათუმში ქართველმა ხელოვანებმა ყირიმის მოვლენები გააპროტესტეს. სანაპიროსთან პოეტები, მწერლები და მუსიკოსები შეიკრიბნენ. საზოგადოებამ ყირიმის მოსახლეობას გზავნილები გაუგზავნა. აქციის მონაწილეებმა მოწოდებები ქაღალდის ფურცლებზე დაწერეს, ბოთლში მოათავსეს და ზღვაში ჩაუშვეს. ისინი აცხადებენ, რომ მსოფლიომ რუსეთს შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთი ტერიტორიის ოკუპაციის საშუალება არ უნდა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები