გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვს
აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს. მარგველაშვილი ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება, კითხვებზე პასუხების გაცემას სთხოვს. „ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ეფექტურ მუშაობას შეექმნა სირთულეები. მე მოვუწოდებ ყველას, ვინც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ამ საკითხთან, გასცეს დამაჯერებელი პასუხები შექმნილ შეკითხვებს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე საქართველოს უზენაესი ღირებულება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.