დღეს  ფესტივალი „სალხინოს  სასახლის კამერატა“ გაიხსნება – ვიდეო

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები და მარტვილის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.12092487_932014196847633_396103783_n

„მივესალმები ჩვენს მუნიციპალიტეტში ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ჩატარებას, როგორიც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია. მოხარული ვარ, რომ მარტვილს გააჩნია, ყველა რესურსია იმისა, უმასპინძლოს მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს მარტვილის ულამაზესი ბუნებისა და სტუმართმოყვარე ხალხის ამბავს. დიდი მადლობა ფესტივალის ინიციატოებსა და ორგანიზატორებს, მადლობა თითოეულ მარტვილელს, ყველა იმ მეცენატს, ვინც უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ამ დიდებულ საქმეს“, – ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.12071727_932014910180895_48988775_n

კამერული მუსიკის  პირველი საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს  სასახლის კამერატა“ დღეს, სალხინოს დადიანების სასახლეში გაიხსნება. ფესტივალის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტში  ხელი შეუწყოს  კულტურული ცხოვრების  გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას, და  რაც მთავარია,  აღდგეს  სალხინოს  სასახლეში  მეოცე საუკუნემდე  არსებული კულტურული სალონური  საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა. როგორც  ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი  სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია  დე როანის  ჯვრისწერის დროს იყო.12077104_932014750180911_40803997_n

1804-1840  წლებში  დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა  ფრანგმა  დიდგვაროვნებმა- მიურატებმა  ერთობლივად  სალხინოში ააგეს  საშემოდგომო რეზიდენცია, კარის  ეკლესია და  უნიკალური ორსართულიანი მარანი.   რეზიდენციის  მთელი ხიბლი მის  ორსაუკუნოვან  ჭადრისა და  ბზის  ხეივანშია.  სწორედ  სასახლის  ამ ხეივანში, ღია  ცის  ქვეშ ფესტივალი ყოველწლიურად უმასპინძლებს  მსოფლიოს  წამყვან მუსიკოსებს.

პირველ ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრიარპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტიბლანკოსინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზედუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდანმირზოიან კვარტეტი“ (კომპ. ედვარდ მირზოიანის სახელის მატარებელი) და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდანლალე“.12077251_932014826847570_504455683_n

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძეა და მარტვილის მუნიციპალიტეტი (გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ალექსი გაბისონია).

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი იმართება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვაკურთხევით.

საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი სრულად ფინანსდება (მხოლოდ)  მარტვილის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის  ფინანსური მხარდაჭერით.12083896_932014670180919_714703144_n

ფესტივალის მხარდამჭერები და სპონსორები არიან:მარტვილის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, კომპანია შპსმარტვილავტოგზა“, მარტვილის სამედიცინო ცენტრიმკურნალი“, ,,მარტვილი წყალი გრილი“,  კომპანია ,,ვუდ ექსპორტი’’  სასტუმრო და  საბანკეტო დარბაზი ,,მარტვილი’’, კერძო  სკოლა ,,სხივი’’, მარტვილის სავაჭრო ცენტრი ,,ბუმი’’. აგრეთვეკარლო ბეჭვაია, კახა კვესელავა, ალექსანდრე ხურცილავა, ალექსანდრე ახვლედიანი, კობა ჯანაშია, გიზო ჩიხლაძე, აკაკი თოდუა, სოსო გვაზავა, ირინე გადელია, კოტე კოტია, დავით ციკოლია და როინ გვილავა, ფრიდონ ინჯია, რომელიც 25 სექტემბერს ახალ სასტუმროსმარტვილი პალასიგახსნის და პირველი სტუმრები ფესტივალის უცხოელი მუსიკოსები იქნებიანქუთაისში სასტუმრობაგრატისმფლობელი მანანა გოგლიჩიძე; ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის  ბრენდები: „მიფასი“, „ბრავო რეკორდსი“.
საორგანიზაციო ჯგუფი: ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონგრუზინსკი. ფონდდღესდირექტორი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩანგიანი. მარტვილის საკრებულოს 12092741_932014806847572_668291071_nთავმჯდომარე ალექსი გაბისონია. კონსულტანტები: პიანისტი თათა ლიჩელი და მუსიკისმცოდნე მაია სიგუა.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციოანალიტიკური პორტალიკვირა“, საინფორმაციო სააგენტოპირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები