თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 164-ე სეზონს ხსნის
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 164-ე სეზონს გალა-კონცერტებით გახსნის, რომელიც 3, 16 და 24 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. მათში თეატრის ყველა თაობის სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის როგორც საქართველოს სახალხო არტისტები, ისე ახალგაზრდა და სტაჟიორი მომღერლები.
შესრულებულ იქნება არიები და სცენები ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, პუჩინის, ვერდის, ბიზეს, დონიცეტის, გუნოს, სენ-სანსის ოპერებიდან.
3 ოქტომბერს გალა-კონცერტს უდირიჟორებს ზაზა აზმაიფარაშვილი, 16 ოქტომბერს – რევაზ ტაკიძე, ხოლო 24 ოქტომბერს – პაპუნა ღვაბერიძე.