"წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი" – წერილი ციხიდან

  წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, გაცილებით მეტი კომუნიკაცია ექნებოდა მოსახლეობასთან.
“რას შევცვლიდი? გაცილებით მეტი კომუნიკაცია მექნებოდა მოსახლეობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. უფრო ნათლად უნდა ამეხსნა მტკივნეული რეფორმების არსი და მიზანშეწონილობა. ყველა ბრალდებაზე უმალვე უნდა მეპასუხა. უკვე 16 თვეა, პატიმარი ვარ სასამართლოს განაჩენის გარეშე, დაკავებულები არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩემს მეგობრებზე ზეწოლაა, მაგრამ წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, ვერანაირი პატიმრობა იმ საქმის კეთების პოზიტიურ განცდას ვერ გადაფარავს”, – აცხადებს ბაჩო ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები