საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა დაეცემა
„საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 21 მარტის ჩათვლით, ნალექიანი და არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაიკლებს. დღეს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსამდე მიაღწევს, იგივე ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალიდან ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. საქართველოში 22 მარტიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს“,- განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.