ჯემალ ჭკუასელს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონი“-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, სახალხო არტისტს, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ ჭკუასელს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ.
როგორც “კვირას” ანსამბლიდან აცნობეს, ჯემალ ჭკუასელს საპატიო დოქტორის წოდებას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში საზეიმოდ დღეს, 17:00 საათზე გადასცემენ.
ამავე ინფორმაციით, უნივერსიტეტის ეზოში დღეს 2-საათიანი კონცერტი 17:00 საათზე გაიმართება.