ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საკითხები და 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფინანსთა მინისტრის მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში ოქტომბერში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები