მეცნიერებმა ჭიები აღმოაჩინეს, რომლებიც პენოპლასტით იკვებებიან

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჭიები, რომლებიც პენოპლასტით იკვებებიან. ეს აღმოჩენა გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა – ამ ეტაპზე პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 10 პროცენტის უტილიზაცია ხდება. მეცნიერების აღმოჩენის შესახებ ჟურნალ ACS Environmental Science and Technology-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში შეისწავლიდნენ ფქვილის ჭიას. ლაბორატორიულ პირობებში 100 ჭია ყოველდღიურად 34 – 39 მილიგრამ პენოპლასტს ჭამდა. პლასტიკის ნახევარს მათი ორგანიზმი ნახშირორჟანგად გადააქცევდა – ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვეულებრივი საჭმლის შემთხვევაში. დანარჩენი ნახევარი კი ბიოდეგრადირებული მასა იყო, რომელიც განავალს წააგავს.
პენოპლასტის „დიეტას“ ჭიებზე უარყოფითად არ უმოქმედია. ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ ასეთივე ჭიებს, რომლებსაც პარალელურ რეჟიმში ნორმალურ საკვებს აჭმევდნენ.
ამ გამოკვლევას გარემოს დაცვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პენოპლასტის ბიოლოგიური გახრწნა შეუძლებელია. მომავალში მეცნიერები ანალოგიური ზღვის ორგანიზმების მოძიებას შეეცდებიან. პლასტმასის ნარჩენები ყველაზე მეტად სწორედ მსოფლიო ოკეანის ბინადრებს ემუქრება. ამის გამო ყოველწლიურად ათასობით ფრინველი, თევზი და კუ იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები