საქართველოს პრეზიდენტი აშშ -ის კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და საქართველოს – აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.