მანანა კობახიძის აზრით, PACE-ს რეზოლუციის პროექტი საქართველოს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ელემენტებს შეიცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის შეფასებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის პროექტი საქართველოს სასამართლოს უპატივცემულობისა და მის საქმიანობაში ჩარევის ელემენტებს შეიცავს.
საქართველოსთან მიმართებაში დოკუმენტში საუბარია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც პრეზიდენტის, არც მერის და არც სხვა თანამდებობა არ არის იმუნიტეტი, თუ საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან.
“ჩვენი გუნდი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ფასეულობების ერთგულია. ამიტომ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სასამრთლომ დაამტკიცა, რომ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ბიუჯეტიდან 4 მილიონზე მეტი გაფლანგა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
“ამ საკითხის განხილვისას პოლიტიკური დევნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“,-აღნიშნავს კობახიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება ევროპული ფასეულობების დისკრედიტაცია იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები