ადაპტირებული სპექტაკლი „თეთრი ვირთხები“ გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიზე, უსინათლო და სმენის არმქონე/სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ადაპტირებული სპექტაკლი „თეთრი ვირთხები“ გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ქათამაძეა. მონაწილეობენ: თემო სერგეევი, იაგო მორთულაძე, მერი ჯაღათაშვილი, დავით კახიძე და ნოდარ ქარცივაძე სპექტაკლში გამოყენებულია ჟესტური ენა და ისეთი სადადგმო ხერხები, რომელიც უსინათლო და სმენის არმქონე/სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სპექტაკლს გასაგებს ხდის.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები