გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში

ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy-ს, შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები. მთავრობის ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი გახდეს ცნობილი მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.
ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და რომ მსგავსი ხასიათის შეხვედები ჩატარდეს ყველგან, მთელს ამერიკაში – ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის სტატეგიული მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები