ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს.ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.