ნინო გიორგობიანი: ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტი გახსნილია

კახეთში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კახეთში რამდენიმე დღის წინ ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტი გახსნილია! შსს-ს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს! ყოჩაღ შსს!”, – წერს გიორგობიანი ფეისბუქში.
თელავში ყოფილი პოლიციელი 24 სექტემბერს მოკლეს. მას ავტომატიდან საკუთარ სახლთან ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები