ირაკლი ღარიბაშვილი ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ლიდერთა სამიტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ ISIL-ისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ლიდერთა სამიტს დაესწრო.
სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სამიტის მონაწილეებმა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები