ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
“პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.