გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს
საქართველოს ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, საკმაოდ საინტერესო ქვეყნებთან აქვს საზღვარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მინდა მოგახსენოთ, თუ რამდენად კმაყოფილი ვარ მე დღეს იმ შესაძლებლობით, რომ მაქვს შანსი გაგიზიაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმები და ზოგადად, რეგიონის გეგმები. როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველო გაქრა ნიუ იორკის, ვაშინგტონის აქტიური რადარებიდან, მედიასაშულებებიდან და რა გვსურს ჩვენ, რომ დავაბრუნოთ დისკუსიების ფორმატში, ეს არის სწორედ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება აშშ-ში, ჩემს ქვეყანაში. ეს არის საკმაოდ რელევანტური არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. პირველი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველოსა და მის განვითარებაზე არის ის, რომ კონტინენტზე საქართველოს უნიკალური მდებარეობა გააჩნია. თუ რუკას შევხედავთ, საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს, ძალიან სტრატეგიული გეორგრაფიული მდებარეობა აქვს, საკმაოდ საინტერესო ქვეყნებთან აქვს საზღვარი. რაც ასევე საინტერესოა, არის ის, რომ ჩვენ ასევე ვაერთიანებთ აზიურ ნაწილს შავი ზღვის რეგიონთან და ევროპის ნაწილთან და ამას ვაკეთებდით ასწლეულების განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც ჩვენ კარგად გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი სტრატეგიული როლი, ადგილი ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენი როლი, როგორც გამაერთიანებელისა ორ გლობალურ სამყაროს შორის, არის გაერთიანება სატრანსპორტო მაგისტრალებისა და იმ კონცეფციის განხორციელება, რასაც სატრანზიტო კონცეფცია ჰქვია”, – განაცხადა მარგველაშვილმა