ვიქტორ დოლიძე: ამის გამო შენ ადამიანი ციხეში ჩასვა და სიცოცხლე გაუფუჭო, ვფიქრობ, არასწორია

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
დეპუტატი თქმით, მისი ფრაქცია მხარს უჭერს კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, თუმცა აუცილებელია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმის თაობაზე, რომ საუბარია არა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ლეგალიზებაზე, არამედ საკითხის დეკრიმინალიზაციაზე.
“ამის გამო შენ ადამიანი ციხეში ჩასვა და სიცოცხლე გაუფუჭო, ვფიქრობ, არასწორია. უფრო გლობალურია პრობლემა. უნდა ვიფიქროთ იმგვარი ნაბიჯების გადადგმაზე, როგორიცაა სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების პოპულარიზაცია და ასე შემდგომ. მაგრამ ამის გამო ციხეში წასვლა, წარსული ცხოვრების ფაქტებმა გვაჩვენა, თუ სადამდე მიიყვანს ახალგაზრდებს”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი, გაუქმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები