დავით სერგეენკო ლიტველ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიტველ კოლეგას რიმანტე შალაშევიჩიუტეს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კოლეგებმა ქვყენებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ლიტვისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს შორის არსებული მემორანდუმის პირობების თანახმად, მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს დელეგაცია ლიტვაში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები