თენგიზ შერგელაშვილი დონატუს კოკს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ავსტრიის ფედერაციის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს აღმოსავლეთთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დონატუს კოკსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღოსიძიებებზე ისაუბრეს. საუბრი შეეხო დეცენტრალიზაციის პროცესსა და მაღალმთიანი რეგიონებისგანვითარების საკითხებსაც.
ავსტრიელმა სტუმარმა საქართველოს მიერ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. როგორც დონატუს კოკმა აღნიშნა, ავსტრიას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების დიდი გამოცდილება აქვს და საქართველოსთვის ამ გამოცდილების გაზიარება ნამდვილად სასარგებლო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები