საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, 1-2 ოქტომბერს კი საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს. 2 ოქტომბერს დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.