დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზე, ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეფექტიანი იმპლემენტაციის საკითხებსაც.
თავის მხრივ, იან კელიმ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს შეხვედრისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში